ხელოვნური თანამგზავრი — უპილოტო კოსმოსური აპარატი, რომელიც მოძრაობს დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე. ორბიტაზე მოძრაობისათვის აპარატმა უნდა განავითაროს პირველი კოსმოსური სიჩქარე ან მასზე მეტი (მაგრამ არა უმეტეს 1,4-ჯერ მეტი). როგორც წესი, თანამგზავრებს კოსმოსში უშვებენ მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლით დედამიწის ზედაპირიდან არანაკლებ 150 კილომეტრის სიმაღლიდან რათა თავიდან აიცილონ თანამგზავრის ატმოსფეროში ნაადრევად შესვლა და მისი ფუნქციონირების შეწყვეტა.
პირველი თანამგზავრი („სპუტნიკ–1“) გაუშვეს 1957 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირში არსებული კოსმოდრომ ტიურა–ტამიდან (მას მოგვიანებით ეწოდა „ბაიკონური“). მას შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გაშვებულ იქნა რამდენიმე ათასი სხვადასხვა დანიშნულების თანამგზავრი.
თანამგზავრები არსებობს მრავალი დანიშნულების როგორიცა: სანავიგაციო, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, მეტეოროლოგიური, ორბიტალური სადგური და სხვა.
თანამგზავრები განსხვავდებიან აგრეთვე მათი ორბიტის მიხედვით. ორბიტა შეიძლება იყოს:
- დედამიწასთან ახლო მდებარე (200—2000 კმ),
- საშუალო ორბიტა (2000-35286 კმ),
- გეოსტაციონარული (35786 კმ) და სხვა.
საქართველოს პირველ თანამგზავრად შეიძლება ჩაითვალოს 1999 წელს კოსმოსურ სადგურ „მირზე“ გაშლილი „რეფლექტორი“
Slots from Betway Casino - JTHub
ReplyDeleteSlot from Betway Casino is ready to be enjoyed in demo 경기도 출장안마 mode for the a new 안성 출장샵 slot 전라남도 출장마사지 machine, it features the theme 안동 출장샵 from the famous slot machine called the 광주 출장안마