U.S. ASM-135 ASAT missile |
- ანტი-სატელიტური იარაღები - არის ხელოვნური თანამგზავრის ის სახეობა, რომელიც შექმნილია მტრის სატელიტების გასანადგურებლად ან მწყობრიდან გამოსაყვანად, სტრატეგიული სამხედრო მიზნებისთვის. ამჟამად, მხოლოდ აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს აქვთ განვითარებული ეს იარაღები. ანტი სატელიტურმა იარაღებმა განვითარების მრავალი საფეხური გაიარა. 1950- იან წლებში აშშ-სა და სსრკ-ს ძალისხმევით უშვებდნენ მიწიდან სატყორცნ რაკეტებს. კიდევ ბევრი ეგზოტიკური წინადადება მოვიდა შემდგომში.
- აშშ პროგრამები1950 წლის ბოლოს აშშ-ს საჰაერო ძალებმა დაიწყეს მთელი რიგი მოწინავე სტრატეგიული რაკეტების პროექტირება იარაღის სისტემის WS-199A მითითებით. 1958 წლის 26 მაისიდან 1959 წლის 13 ოქტომბრამდე განხორციელდა თორმეტი ტესტური გაშვება, მაგრამ ისინი უმეტესად წარუმატებელი აღმოჩნდა და შემდგომი მუშაობა დასრულდა. შემდეგ სისტემა განახლდა ალტაირ-ის ახალი ეტაპის დამატებით, რომ შეექმნათ იარაღი 1700 კმ დიაპაზონით. მხოლოდ ერთი საცდელი ფრენის მისია განხორციელდა, რაც გულისხმობდა იმიტირებულ თავდასხვას Explorer 6-ზე 251 კმ. სიმაღლეზე. რაკეტამ წარმატებით გაიარა თანამგზავრის 6,4 კმ-ს ფარგლებში, რაც ვარგისი იქნებოდა, როგორც ბირთვული იარაღი, მაგრამ გამოუსადეგი როგორც პირობითი საბრძოლო იარაღი.
- ასტრონომიული თანამგზავრები - არის ისეთი თანამგზავრი, რომელიც გამოიყენება შორეული პლანეტების, გალაქტიკების და სხვა გარე კოსმოსური საგნების კვლევისათვის. მათი წყალობით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი ცოდნა კოსმოსის შესახებ. დღესდღეობით მრავალი თანამგზავრია გაშვებული კოსმოსში, ბევრმა მათგანმა უკვე დაამთავრა მისიის შესრულება, სხვები კი კვლავ განაგრძობენ ოპერაციებს.
- ბიოსატელიტები - თანამგზავრები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების გადასაყვანად, ძირითადად მეცნიერული კვლევებისთვის. 1966- 1969 წლებში NASA-მ გაუშვა სამი თანამგზავრი, სახელით ბიოსატელიტი 1, 2 და 3. მისი მიზანი იყო კოსმოსური ფრენის შედეგების შეფასება, განსაკუთრებით რადიაციისა და უწონობის ეფექტების შესწავლა ცოცხალ ორგანიზმებზე. პირველ ორ ბიო-თანამგზავრს გადაჰყავდა ბუზი, ბაყაყის კვერცხები, ბაქტერიები და ხორბლის ნერგები. მესამეს კი მაიმუნი გადაყავდა. პირველი თანამგზავრი წარუმატებელი აღმოჩნდა მწყობრიდან გამოსვლის გამო. ბიოსატელიტი 2 - წარმატებით დაბრუნდა 45 საათიანი ორბიტალური ფრენის შემდეგ. მისმა 13-მა ექსპერიმენტმა მოგვამარაგა ძირითადი ცნობებით, კოსმოსში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების შესახებ. მესამე ბიოთანამგზავრს მაიმუნი გადაჰყავდა -სახელად ბონი. მისი მიზანი იყო კოსმოსური ფრენის ეფექტის ზემოქმედება ტვინის მდგომარეობაზე, ქცევის შესრულება, გულ-სისხლძარღვების სტატუსი, სითხისა და მარილის ბალანსი და მეტაბოლური მდგომარეობა. როგორც დაგეგმილი იყო, თანამგზავრს ორბიტაზე 30 დღე უნდა გაეტარებინა, მაგრამ მისია მხოლოდ 9 დღეში დასრულდა, მაიმუნის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. მაგრამ ბიოსატელიტ 3 - მა მაინც დიდი გავლენა მოახდინა შემდეგ მეცნიერულ ექსპერიმენტებზე...
- კომუნიკაციების სატელიტები - თანამგზავრები, მოთავსებული კოსმოსში ტელეკომუნიკაციების მიზნით. თანამედროვე კომუნიკაციების სატელიტები იყენებენ სხვადასხვა ორბიტებს, მათ შორის, გეოსტაციონალურ ორბიტას, "მოლნიის" ორბიტას, სხვადასხვა ელიფსურ ორბიტას და დაბალ (პოლარულ და არაპოლარულ) დედამიწის ორბიტებს.
..........................................................
No comments:
Post a Comment