საერთაშორისო კოსმოსური სადგური — კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგური, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით შეიძლება: მისი სიმაღლე მერყეობს 319,6 კმ-დან 346,9 კმ-მდე დედამიწის ზედაპირიდან. მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 27.744 კმ/სთ და 15,7 ორბიტას ასრულებს დღეში. სკს ერთობლივი პროგრამაა აშშ-ს (ნასა), რუსეთის (რკა), იაპონიის (იახა), კანადის (კკა) და რამდენიმე ევროპული ქვეყნის (ეკა) კოსმოსურ სააგენტოს შორის.