Search This Blog

ჩემი შთაბეჭდილებები საჯარო ბიბლიოთეკის შესახებ

დავიწყებ რეგისტრაციით, რის შესახებაც საინტერესოს ვერაფერს დავწერ. იყო უბრალო და ბანალური, როგორც ყველა, ჩვეულებრივი რეგისტრაცია : ) საინტერესო და აღსანიშნავიც არაფერი ყოფილა.
რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი თვითონ წიგნის გამოტანის პროცესზე :D
დღეს, მე სოფო ჯანგულაშვილი, სოფო საათაშვილი და შორენა აზარიაშვილი დავადექით გზას საჯაროსკენ : )) რომ მივედით, შევედით შენობაში, სადაც გვეგონა წიგნის არჩევა შეიძლებოდა, მოგვთხოვეს საშვის გატარება :D რაზეც ძალიან გავწვალდით... მე საერთოდ კოდის აკრეფვა დავიწყე = )))... შემდეგ დაგვატოვებინეს ჩანთები, და ავედით კიბეებზე, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად ვერაფერი ვნახეთ ისეთი, რაც დაკავშირებული იქნებოდა წიგნის გამოტანასთან, და ესე, დაბნეულები ვბრუნდებოდით უკან, როდესაც შეგვხვდა ერთი ქალი, ვინც გვკითხა "ექსკურსიაზე ხომ არ ხართ, ბავშვებო"ო :D ჩვენც ავუხსენით რისთვის ვიყავით და  გვითხრა, რომ თურმე სხვა შენობაში შემოვსულვართ, და მიგვასწავლა გზა ჩვენთვის სასურველ ობიექტამდე :D :D
აქაც მოგვთხოვეს საშვები, დაცვა ორი საათი აკვირდებოდა ჩვენს სურათებს,აკვირდებოდა მართლა ჩვენ ვიყავით თუ ბოროტმოქმედნი :D ჩემი გვარი რომ ნახა, მკითხა, რომ ვანო მამაცაშვილს ხომ არ ვიცნობდი, ვუპასუხე არა- თქო, და ასეთქვა არაუშავს კიდევ ხომ მოხვალ და გაგაცნობო : ))))) ძალიან უცნაური იყო :D ... შემდეგ, ისევ, ჩანთების დატოვება...წიგნებისაც... ისე ვჩქარობდი საშვი და საფულე ჩანთაში დავტოვე ( რის გამოც მერე ორჯერ მომიწია ჩამობრუნება).. და ასე "გაძარცვულები" ავედით ბიბლიოთეკაში...
მივედით ქალთან, რომელსაც უნდა ენახა კატალოგში, იყო თუ არა ის წიგნი ბიბლიოთეკაში, რაც ჩვენ გვჭირდებოდა : X საშინლად არ მომეწონა ეგ ქალი : ( ჯერ შემეკითხა - მითხარი, რა წიგნი გაინტერესებსო, და რომ დავაპირე თქმა -მოიცადე რა ერთი შენთვის არ მცალიაო... :X მისმა ქცევამ, და აგრესიულმა ტონმა გამაღიზიანა, და სხვა ქალთან წავედი, ავირჩიე წიგნი და მითხრეს, რომ 40 წუთი უნდა დავლოდებოდი : ( რაც არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი წინასწარ... :D შევხვდი სოფო ჯანგულაშვილს და ერთად გავედით გარეთ.. სანამ გავიდოდით ისევ საშვი გამოგვართვეს და ორი საათი აკვირდებოდნენ, ვერ გავიგე რა საჭირო იყო გასვლისას დაკვირვება, რომ შემოვედით მაშინ ხომ შეგვამოწმეს : )))
გავედით გარეთ, სადაც შორენა გველოდებოდა.. დავსხედით, და დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გვეკეთებინა ამ 40 წუთის განმავლობაში.. რა თქმა უნდა , ვერაფერი მოვიფიქრეთ. და დავიწყეთ რაღაც სისულელეებზე მსჯელობა, უფრო სწორედ, მე დავიწყე :D იმდენი ვილაპარაკე, დავტანჯე შორენა და სოფო )))) აბა აღარ ვიცოდი უსაქმურობისგან რა მეკეთებინა... ძალიან დავიღალეთ, და ყოველ 5 წუთში საათს ვუყურებდით. ისე, ყველაფერზე რომ დავფიქრდით, ძალიან მოგვეწონა ჩვენი დღე, რადგან მივხვდით, რომ ასაღწერად კარგი გამოვიდოდა  :D შემდეგ, იმაზეც დავფიქრდით და გავაცნობიერეთ,  ეს უსაქმურობის 40 წუთი ვისი ბრალი იყო, და გულახდილად ვიტყვი, თქვენ დაგაბრალეთ გიორგი მასწ... :))))))) თქვენ რომ არ დაგევალებინათ, ხომ არ მოგვიწევდა ესე უაზროდ ყოფნა = ))).. მაგრამ ვაღიარებ, :D ჩვენთვის უკეთესია, რადგან, სტუდენტები ვართ დ გამოგვადგება : ))
ამის შემდეგ, საინტერესო აღარაფერი მომხდარა, მოგვცეს წიგნები, რაღაცეები ამოვწერეთ, შემდეგ გადავაქსეროქსეთ და წამოვედით : )

 ისე, სანამ ჩემი შთაბეჭდილებების წერას დავიწყებდი, რას წარმოვიდგენდი თუ ამდენი გამომივიდოდა ))

სულ ეს იყო :))) ჩემი გულწრფელი აღწერა სიტუაციის ^_^


19.04.11

3 comments:

  1. :D:D:D:D ვაიმეე,ფიქრიაა,როგორი გულწრფელი ხარ,ძვირფასოოო : :*:*:*:* ძალიან მომეწონა შენი აღწერა,საინტერესო და სახალისო იყო : )))) :*:*:* ^_^

    პ.ს. ის მაგარი იყო :
    "დაცვა :ვანო მამაცაშვილს ხომ არ იცნობ ?
    ფიქრია : არაა ! o_0
    დაცვა : არაუშავს,კიდევ მოხვალ და გაგაცნობ (happy) "
    :D:D:D:D

    ReplyDelete
  2. ფიქო აპირებ კიდევ წასვლას? :))) ვანოს გასაცნობად მაინც :D:D მეც მომეწონა შენი აღწერა და გულრწფელობა :*:*

    ReplyDelete
  3. დიდი მადლობა გოგოებო :* არ ვიცი სოფო, ალბათ კიდე მომიწევს წასვლა : )))) პრეზენტაციისთვის ინფორმაციის მოსაძიებლად :X

    ReplyDelete