სპუტნიკ 1

4 ოქტომბერი ითვლება კაცობრიობის კოსმოსური ერის დასაწყისად. მისი გაშვება დიდი მოულოდნელობა იყო დასავლეთისათვის, რომელიც (უპირველეს ყოვლისა აშშ) იქამდე სერიოზულად არ აღიქვამდა სსრკ-ს როგორც მეტოქეს რაკეტმშენებლობაში.

თანამგზავრმა იარსება 1958 წლის 4 იანვრამდე. მასთან ერთად ორბიტაზე გავიდა რაკეტა-მატარებლის რ-7 ზედა საფეხურიც რომელიც ღამღამობით ჩანდა როგორც პირველი ვარსკვლავიერი სიდიდის ობიექტი (თავად "სპუტნიკ-1" გამოიყურებოდა მეექვსე ვარსკვლავიერი სიდიდის ობიექტი).
სპუტნიკ 2
სპუტნიკ 2 იყო (რუს. Спутник-2) იყო დედამიწის მეორე ხელოვნური თანამგზავრი გაშვებული 1957 წლის 3 ნოემბერს და პირველი, რომლის ბორტზე იყო ცოცხალი არსება-ძაღლი ლაიკა. სპუტნიკ 2 იყო 4 მ სიგრძის კონუსისებური კაფსულა ძირის დიამეტრით 2 მეტრი. იგი შედგებოდა რამდენიმე განყოფილებისგან რადიოგადამცემებისათვის, ტელემეტრიული სისტემებისათვის, ტემპერატურის კონტროლის და რეგენერაციის სისტემებისათვის და სამეცნიერო მოწყობილობებისათვის. ცალკე განყოფილებაში იყო მოთავსებული ლაიკა.
სპუტნიკ 3
გაშვებულ იქნა 1958 წლის 15 მაისს. მასა - 1327 კგ, დიამეტრი - 1,73 მ, სიმაღლე – 3,75 მ.
სპუტკინ 5
სპუტნიკ-5 (რუს. Спу́тник-5), საბჭოთა სერიის "სპუტნიკი" მეხუთე კოსმოსური აპარატი, რომელიც 1960 წლის 19 აგვისტოს გაუშვეს. ეს ასევე პირველი კოსმოსური გაფრენა იყო, რომელმაც ორბიტაზე ცხოველები აიყვანა და უსაფრთხოდ დააბრუნა ისინი უკან დედამიწაზე. მან გზა გაუკვალა ადამიანთა პირველ გაფრენას ორბიტაზე რვა თვის შემდეგ ვოსტოკ-1-ით. ფაქტობრივად, ეს იყო კოსმოსური ხომალდი "ვოსტოკის" მეორე საცდელი გაფრენა და, შესაბამისად, მას ხანდახან "სპუტნიკ-2"-საც უწოდებენ