აშშ-ის კოსმოსური სააგენტო იტყობინება, რომ 10 თებერვალს კოსმოსურ ორბიტაზე ერთმანეთს შეეჯახა აშშ-ის და რუსეთის ხელოვნური თანამგზავრები.
აშშ-ის თანამგზავრი კომერციული დანიშნულების იყო და უამრავ სატელეკომუნიკაციო არხს ემსახურებოდა, რუსეთის კოსმოსური აპარატი კი იყო უფუნქციო სამხედრო თანამგზავრი, რომელმაც საქმიანობა 15-მდე წლის წინ შეწყვიტა. შეჯახების შედეგად, კოსმოსში ნამსხვრევების ღრუბელი წარმოიქმნა, რომელიც, შესაძლებელია, სხვა ავარიების მიზეზადაც იქცეს.
რუსეთის მიტოვებული სამხედრო დანიშნულების თანამგზავრი უფუნქციოდ წლების მანძილზე მაღალი სისწრაფით ტრიალებდა დედამიწის გარშემო. სატელეკომუნიკაციო ფუნქციას ასრულებდა აშშ-ის ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც მისთვის განკუთვნილ ორბიტაზე ასევე მაღალი სისწრაფით მოძრაობდა. 10 თებერვალს, თბილისის დროით 20:56 წუთზე, ამ ორი თანამგზავრის გზები გადაიკვეთა.
[კოსმოსური შეჯახება]
შეჯახება ციმბირის თავზე, დედამიწიდან 800 კილომეტრის სიმაღლეზე, მოხდა.
კოსმოსის ათვისების ისტორიაში მომხდარი ამ პირველი თანამგზავრული ავარიის შედეგად, ორბიტაზე წარმოიქმნა ნამსხვრევების დიდი ღრუბელი, რომელიც დაახლოებით 1,5 ტონას იწონის.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო ”ნასამ” ”ასოშიეიტედ პრესს” აცნობა, რომ ორი თანამგზავრის შეჯახებამდე ორბიტაზე 17 ათასამდე ერთეული სხვადასხვა სახის ნარჩენი თუ ნაგავი იყო. მაგრამ ახალი ავარიის შედეგად შექმნილი ნამსხვრევების ღრუბელი ყველაზე მეტად სახიფათოა როგორც უპილოტო, ასევე პილოტიანი კოსმოსური აპარატებისთვის. ”ნასა” იუწყება, რომ კორექტივებს შეიტანს აშშ-ის კოსმოსური ხომალდების გაშვებისა და დაბრუნების ეტაპებსა და მარშრუტებში.
მეცნიერმა ენდრიუ კოუტსმა, რომელიც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის - ”მულარის” - კოსმოსურ ლაბორატორიაში მუშაობს, რადიო ”თავისუფლებას” აცნობა, რომ შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევების გავრცელების არეალი თანდათან ფართოვდება:
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ინტერ-ფაქსი კი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ორბიტაზე მიმოფანტული ნარჩენები საფრთხეს წარმოადგენს დაახლოებით იმავე სიმაღლეზე მფრინავი ძველი საბჭოთა მიტოვებული ხელოვნური თანამგზავრებისთვის, რომლებიც ატომური რეაქტორებითაა აღჭურვილი.
მოსკოვში რუსეთის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა ალექსანდრ ვორობიევმა ადგილობრივ ტელევიზიას განუმარტა, რომ ორბიტაზე წარმოქმნილი ნარჩენების ღრუბელი არაფრით ემუქრება პილოტირებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, სადაც ახლა სამი კოსმონავტი ცხოვრობს. ეს სადგური ავარიის ადგილიდან 400 კილომეტრით ქვევით იმყოფება.
კოსმოსის კიდევ ერთმა ექსპერტმა ჰიუსტონიდან მარკ მეტნიმ განაცხადა, რომ მომავალ ათწლეულში თანამგზავრების ავარიები მნიშვნელოვან საერთაშორისო ფაქტორად იქცევა.
1957 წლიდან, პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებიდან დღემდე, კოსმოსში 6600 თანამგზავრი გაიგზავნა. ახლა მათგან მხოლოდ 1000 მუშაობს. მკვდარი თანამგზავრების დიდი უმრავლესობა დედამიწის ორბიტაზე თავისუფალ ბრუნვას განაგრძობენ.

12.02.2009