საერთაშორისო გეოფიზიკური წელი
საერთაშორისო გეოფიზიკური წელი დაიწყო 1957 წლის 1 ივლისს და უნდა დამთავრებულიყო 1958 წლის 31 დეკემბერს, მაგრამ სათანადო გადაწყვეტილებით გაგრძელდა კიდევ 1 წელი. საერთაშორისო გეოფიზიკური წლის მიზანია ერთიანი პროგრამის მიხედვით ერთდროული დაკვირვებები ჩატარდეს დადამიწის ზედაპირის უდიდეს ნაწილზე და მის ატმოსფეროში ფიზიკის, გეოფიზიკისა და ასტრონომიის რიგი უმნიშვნელოვანესი პრობლემების შესასწავლად. ამის ნაყოფიერად განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს სათანადო სამეცნიერო დაწესებულებათა ფართო თანამშრომლობის საფუძველზე...