Search This Blog

Wednesday, April 20, 2011

ბ. ბალავაძის - "საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრები და კოსმოსური რაკეტები" - კრიტიკული ანალიზი

დასაწყისისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ ამგვარი - ინფორმაციული - ტექსტის კრიტიკული ანალიზი საკმაოდ გამიჭირდა. ძნელია სამეცნიერო სახის მასალაში იპოვო ის კრიტერიუმები, რაც ზოგადად, კრიტიკას აკმაყოფილებს. მაგრამ, მაინც შევეცადე შეძლებისდაგვარად ჩემი ანალიზისათვის კრიტიკული ესსეს სახე მიმეცა...

. . .

ეს წიგნი დაიწერა ბენედიქტე კონსტანტინეს ძე ბალავაძის მიერ და დაიბეჭდა 1959 წელს.
ტექსტი არის ინფორმაციული სახის.

ამ წიგნში ავტორი აღწერს ხელოვნური  თანამგზავრებისა და რაკეტების მნიშვნელობას და აუცილებლობას ხალხისათვის. ზოგადად, საუბარია მათი შექმნის იდეასა და განხორციელებაზე. დაწვრილებით არის აღწერილი, თუ რა სიჩქარე უნდა განავითაროს რაკეტამ, რომ იგი ზუსტად მისთვის განკუთვნილ ორბიტაზე აღმოჩნდეს. ასევე, აღწერილია ორბიტების სახესხვაობები და ის სიჩქარეებიც, რომლებიც რომელიმე თანამგზავრის კონკრეტულ ორბიტებზე გაჩერებას უწყობს ხელს. ყურადღებაა გამახვილებული სსრკ-ს როლზე თანამგზავრების განვითარებაში, და მის მიღწევებზე. ტექსტი არის ადვილად აღსაქმელი და საინტერესო ინფორმაციით დატვირთული.

წიგნში არ ჩანს ავტორის დამოკიდებულება საკითხისადმი. იგი ობიექტურად გადმოგვცემს რეალობას.ავტორის მიზანია, მკითხველს ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას დედამიწის ხელოვნური თანამგზავრისა და კოსმოსური რაკეტის შექმნის ფიზიკურ საფუძვლებზე, აგრეთვე იმაზე, თუ რა თეორიული და პრაქტიკული საკითხები შეიძლება გადაწყდეს მათი გამოყენების საშუალებით. მან მიაღწია მიზანს და შეძლო მკითხველისათვის ზოგადი წარმოდგენის მიცემა ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ტექსტი კარგად არის არგუმენტირებული და მაგალითებით გამყარებული, თუმცა ერთ გამონაკლის ციტატას მოვიყვან, რაზეც მე მაგალითად სურვილი გამიჩნდა მეტი გამეგო: იგი წერს, რომ "უდიდესი ელიფსური სიჩქარის მქონე რაკეტის ორბიტა იმდენად წაგრძელებული იქნება, რომ მას შეუძლია მთვარის ორბიტა გადაკვეთოს, ასეთ ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის შექმნა გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული."  მაგრამ არ განმარტავს თუ კონკრეტულად რა სახის სიძნელეები შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა ორბიტამ. ვისურვებდი მეტ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. (ბოდიშს ვიხდი არაობიექტურობისათვის, ვიცი ეს კრიტიკულ ესსეში დაუშვებელია)
ასევე, დავამატებდი ჩემს მოსაზრებას ტექსტის გრამატიკული გაუმართაობის შესახებ. ავტორი ძალიან ხშირად იყენებს ე. წ. "კალკებს", რაც მიუღებელია. ასევე, აღინიშნება პუნქტუაციური შეცდომებიც.


ტექსტში წამოჭრილია პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც თანამგზავრების გამოყენების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მაგალითად: გემებისა და თვითმფრინავებისათვის მიმართულების მიცემა დიდ პრობლემას წარმოადგენს და თანამგზავრების გამოგონებით ბევრი საფრთხის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. 


საბოლოო ჯამში ვიტყოდი, რომ ეს საინფორმაციო ნაშრომი საკმაოდ საინტერესოა, და იგი არ საჭიროებს განსაკუთრებული განათლების არსებობას, მისი გააზრებისთვის. არის კარგი წასაკითხი. და  გამყარებულია არგუმენტებითა და მაგალითებით.




(ბ. ბალავაძის ამ წიგნიდან ინფორმაცია, შემოკლებული სახით, გამოყენებული მაქვს შემდგომ პოსტებში...)



No comments:

Post a Comment