თანამედროვე მეცნიერებამ და ტექნიკამ უდიდესი გამარჯვევები მოიპოვა; მათ შორის უმნიშვნელოვანესია ატომური ენერგიის დაუფლება და პლანეტთშორისო სამყაროში შეჭრა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით.
ხელოვნური თანამგზავრებისა და რაკეტების საშუალებით ადამიანმა მტკიცედ შედგა ფეხი შორეულ საოცნებო გარემოში, რომელსაც კოსმოსურ სამყაროს უწოდებენ, და დაიწყო მისი საფუძვლიანი შესწავლა ფიზიკური, ასტრონომიული და
გეოფიზიკური ტვალსაზრისით.
მათი საშუალებით ადამიანი მიზნად ისახავს არა მარტო სამეცნიერო აპარატურით აღჭურვილი კონტეინერები ამოძრაოს კოსმოსში და მათი საშუალებით მოპოვებული მეცნიერული მონაცემების ანალიზი აწარმოოს, არამედ თვითონ გაემგზავროს პლანეტებზე, დაეშვას მათზე და უშუალოდ შეისწავლოს იქ მიმდინარე მთელი რიგი მოვლენები.
ადამიანი უხსოვარი დროიდან ოცნებობს შორეულ სამყაროში გაფრენაზე, მაგრამ ამ მიზნისთვის რაკეტის გამოყენების იდეა პირველად გამოითქვა XVII საუკუნის შუა წლებში. ამ იდეის მეცნიერული დასაბუთება გამოჩენილ რუს მკვლევარს კონსტანტინე ედუარდის ზე ციოლკოვსკის ეკუთვნის. მან მოგვცა რაკეტის მოძრაობის თეორია, კონსტრუქცია და დასაბუთება.
კ. ციოლკოვსკის იდეების განხორცილელება უკვე დაიწყო საერთაშორისო გეოფიზიკური წლის პროგრამის შესაბამისად. საბჭოთა კავშირსა დ აშშ-ს სამეცნიერო დაკვირვების ჩასატარებლად უნდა გაეშვათ დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები. დედამიწის ორი ხელოვნური თანამგზავრი პირველად საბჭოთა კავშირში იქნა წარმატებით გაშვებული. ერთი - 1957 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო მეორე იმავე წლის 3 ნოემბერს. საბჭოთა მესამე ხელოვნური თანამგზავრი 1958 წლის 15 მაისს იქნა გაშვებული.
ამ ბრწყინვალე მიღწევებით საბჭოთა მეცნიერებმა და ინჟინერ-ტექნიკოსებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მეცნიერებისა და კულტურის სამსახურში და წარუშლელი დიდება მოუხვეჭეს თავის ქვეყანას და ხალხს.
მაგრამ, კიდევ უფრო დიდი მიღწევა იყო, როდესაც 1959 წლის 2 იანვარს გაშვებულ იქნა სამეცნიერო ხელსაწყოებით აღჭურვილი პირველი კოსმოსური რაკეტა. მან განავითარა იმდენად დიდი სიჩქარე, რომ დააღწია თავი დედამიწის მიზიდულობის ძალას, გასცდა მთვარის ორბიტას და იქცა მის ხელოვნურ თანამგზავრად - უმცირესი ზომის პლანეტად.
მეორე კოსმოსურმა რაკეტამ, რომელიც 1959 წლის 12 სექტემბერს იქნა გაშვებული, მთვარის ზედაპირს მიაღწია.
გამოყენებული ლიტერატურა: ბენედიქტე ბალავაძის - "საბჭოთა ხელოვნური თანამგზავრები და კოსმოსური რაკეტები"
Lucky Club - Slots, Live Dealers, Roulette and More
ReplyDeleteJoin the Lucky Club Casino - the most realistic online gambling experience in the UK with over 2500 slots and live dealers and 100+ online casino games. luckyclub.live