წყარო მოძიებულია და ნათარგმნია BBC-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან:
- სერ არტურ კლარკი
- კომუნიკაციების სატელიტი
დიდი რაოდენობით კომუნიკაციების თანამგზავრები გაუშვეს ორბიტაზე შემდგომში, და მათგან 150 კვლავ ფუნქციონირებს.
მას შემდეგ, თანამგზავრული ტექნოლოგიების გამოყენება სწრაფად გაიზარდა. კომუნიკაციების სატელიტებმა დიდი როლი შეასრულეს სამაუწყებლო სატელევიზიო ქსელების წარმატებით გავრცელებაში და პოპულარობა მოუტანეს მობილურ ტელეფონებს.
__________________________________________________________________
ტექსტის კრიტიკული ანალიზი:
პირველ რიგში, ბოდიშს ვიხდი ტექსტის მოცულობის სიმცირისათვის და სიმარტივისთვის, მაგრამ უკეთესი ინტერნეტში ვერაფერი ვნახე. უფრო სწორედ ვნახე, მაგრამ საკმაოდ რთული მეცნიერული წინადადებებითა და ფორმულებით იყო დატვირთული, ვფიქრობ, მსგავსი ნაშრომის თარგმნა მხოლოდ პროფესიონალს თუ შეუძლია.
ამ კონკრეტულ ტექსტში ლაპარაკია დედამიწის ხელოვნური, კომუნიკაციების თანამგზავრების შექმნასა და მათ მნიშვნელობაზე, ასევე მოყვანილია მცირეოდენი ცნობები ამ სატელიტების შექმნის იდეის ავტორის შესახებ. ტექსტი არის ინფორმაციული სახის.
ვინაიდან ეს სტატია დაწერილია 2008 წელს, აღინიშნება დღევანდელ რეალობასთან შეუსაბამო ფაქტი. წერენ, რომ "სერ არტური ცხოვრობს შრი ლანკაში, 1956 წლიდან." დღევანდელი გადმოსახედიდან სიტყვა "ცხოვრობს" მცდარი გამოდის, რადგან სერ არტური 2008 წელს გარდაიცვალა...
საბოლოოდ, ამ ტექსტში მოყვანილია საკმაოდ მწირი ინფორმაცია, რაც ანალიზის საშუალებას ნაკლებად იძლევა, ამიტომ გადავწყვიტე იმავე ავტორის შესახებ სხვა სტატიაც მეთარგმნა...
__________________________________________________________________
ართურ კლარკის 1945 წლის წინადადება გეოსტაციონალური კომუნიკაციების თანამგზავრების შესახებ
ინფორმაცია გადათარგმნილია შემდეგი ვებ-გვერდიდან:
სერ არტურ სი კლარკის (Arthur C. Clarke) ყველაზე ცნობილი პროგნოზი - მომავლის შესახებ, არის მისი წინადადება გეოსტაციონალურ კომუნიკაციების სატელიტებზე - გამოქვეყნებული 1945 წლის ჟურნალში "უკაბელო მსოფლიო (Wireless World )" .
თავდაპირველად, ეს წინადადება სერიოზულად არ მიიღეს, მაგრამ 20 წელიწადში რეალობად იქცა, როდესაც 1965 წლის 6 აპრილს გაუშვეს პირველი კომერციული კომუნიკაციების სატელიტი - Intelsat I.
თანამგზავრი, მოთავსებული ეკვატორულ წრიულ ორბიტაზე არის დაახლოებით 42,164 კილომეტრის დისტანციაზე დედამიწის ცენტრიდან. ესე იგი 35,787 კილომეტრის სიმაღლეზე მყოფ თანამგზავრს, ზღვის საშუალო დონიდან, ექნება პერიოდული იგივეობა დედამიწის ბრუნვისა, საკუთარი ღერძის გარშემო, და დარჩება გეოსტაციონარულ ორბიტაზე, ეკვატორის იმავე წერტილზე. 2002 წელს, კლარკის ორბიტას 300-ზე მეტი თანამგზავრი ჰყავდა.
პირველი მინიშნება გეოსტაციონალურ თანამგზავრებზე არის კლარკის წერილი რედაქტორს, სათაურით "Peacetime Uses for V2", დაიბეჭდა "უკაბელო მსოფლიო"-ს 1945 წლის თებერვლის გამოშვებაში. (გვერდი 58)
კლარკიმ, 1945 წლის მაისში კერძოდ გაავრცელა წინადადება ექვს ნაბეჭდ ხელნაწერად. სათაურით - კოსმოსური სადგური: მისი რადიო განცხადებები (The Space-Station: Its Radio Applications). ამ ხელნაწერების საუკეთესო ასლი რომელიც, ამჟამად, ეროვნულ საჰაერო
და კოსმოსურ მუზეუმში ინახება (სმითსონიანის ინსტიტუტი, ვაშინგტონი D.C) გადაბეჭდეს "Spaceflight"-ში. ტომი - 10; №-3; 1968 წლის მარტის გამოშვებაში; 85-86 ფურცლებზე. ასევე, დაიბეჭდა მის ზემოაღნიშნულ ავტობიოგრაფიულ ნაშრომში: "Ascent to Orbit" 57-58 გვერდებზე.
"Ascent to Orbit"-ში კლარკი ამბობს რომ ქაღალდი, ორიგინალური სათაურით - მსოფლიო კომუნიკაციების მომავალი (The Future of World Communications ) დაიწერა ივნისის ბოლოს და დაემორჩილა ბრიტანული საჰაერო ძალების (Royal Air Force (RAF)) შემოწმებას 7 ივლისს. გაეგზავნა ჟურნალ "უკაბელო მსოფლიო"-ს 13 აგვისტოს, და თანხმობა მიიღო 1 სექტემბერს. რედაქტორმა შეცვალა სათაური, და დაარქვა - დამატებითი სახმელეთო ცვლილებები. დაიბეჭდა "უკაბელო მსოფლიო"-ს 1945 წლის ოქტომბრის გამოშვებაში. (გვერდები 305-308)
__________________________________________________________________
ტექსტის კრიტიკული ანალიზი:
მოცემული ტექსტი ინფორმაციული ,შემეცნებითი და სამეცნიერო სახისაა. იგი მოგვითხრობს გამოჩენილი მეცნიერის - ართურ კლარკის შესახებ. ამ ნაშრომში ლაპარაკია იმაზე, თუ რა დიდი წვლილი მიუძღვის მას, თანამედროვე კომუნიკაციების თანამგზავრის შექმნასა და განვითარებაში. მოყვანილია ცნობილი ფაქტები მისი მიღწევებიდან და ნაშრომებიდან, ასევე, ნაჩვენებია რამდენიმე გვერდი, მის მიერ განთავსებული სტატიებიდან ჟურნალ - "უკაბელო მსოფლიო"-ში.
ტექსტის მიზანია, ინფორმაციის მიწოდება მკითხველისათვის და ზოგადი წარმოდგენის შექმნა არტურ კლარკის მიღწევების შესახებ. სტატია არის კარგად არგუმენტირებული და გამყარებული ფაქტებითა და თარიღებით.
საბოლოო ჯამში, ეს ნაშრომი საკმაოდ საინტერესოა, მათთვის, ვისაც ეს თემა აინტერესებს.
და აქედან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
ასევე, გავაკეთებ შენიშვნას, ვინაიდან ტექსტში გამოყენებული იყო, გარკვეული სამეცნიერო ტერმინები და საკუთარი სახელები, შესაძლოა მათი თარგმნისას მცირე უზუსტობები მომივიდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ აზრი გასაგები უნდა იყოს.
No comments:
Post a Comment